საქართველომ პირველად უმასპინძლა ღვინის საერთასორისო კონკურსს IWSC (International Wine & Spirits Competition). კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა. 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! – პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.
კონკურსში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა, რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალი იყო, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.